სახეობების ბლოგი 
Jack Herer – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Jack Herer? Jack Herer სატივა-დომინანტი ჯიშია. შექმნილია Haze ჰიბრიდის, Northern Lights #5-სა და Shiva Skunk-ის შეჯვარებით, “Sensi Seeds”-ის მიერ, იმ იმედით, რომ სატივას ცერებრალური ეფექტები და ინდიკას წებოვანი ყვავილედები კარგ შედეგს დადებდა. ასეც მოხდა, თავისი მდიდარი გენეტიკის წყალობით, Jack Herer-ის სხვადასხვა ფენოტიპური ჯიში არსებობს, მაგრამ ძირითადად მისი მომხმარებელი ამ 55%-იან სატივას ჰიბრიდს აღწერს როგორც კრეატიულს, სუფთა გონების მქონე, ბედნიერ ჯიშს. Jack Herer შეიქმენა ჰოლანდიაში, შუა 90-იანებში და სწრაფადვე მოიპოვა სამედიცინო მარიხუანის სახელი ჰოლანდიურ ფარმაცევტულ კომპანიებში. მას შემდეგ, მძაფრი, ნაძვის სუნის მქონე მცენარემ, ადგილი დაიმკვიდრა ყველაზე ცნობილ, ძლიერ ჯიშებს შორის და არაერთი ჯილდოს მოპოვებაც შეძლო. Jack Herer-ის ყვავილობა 50-70 დღის განმავლობაში გრძელდება. Jack Herer-ის ეფექტები და მახასიათებლები ეფექტები სამედიცინო თვისებები გვერდითი მოვლენები Jack Herer-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ ინფორმაცია გაზრდის შესახებ გენეტიკური მშობლები Haze (სატივა), Shiva Skunk (ინდიკა), Northern Lights #5 (ინდიკა). Jack Herer-ის არომატი რჩევები Jack Herer-ის გაზრდასთან დაკავშირებით გაზრდის ტექნიკა Jack Herer იდეალური არჩევანია ჰიდროპონიკული სისტემისთვის, მაგრამ უპრობლემოდ იზრდება კარგ ნიადაგშიც. მცენარეს უყვარს ბუჩქად ფორმირება, მისი ორმაგი ინდიკური წარმომავლობის გამო, ასე რომ დარწმუნდით, რომ საკმარისი ადგილი იქნება სხვა მცენარეებთან ერთად. სატივა ფენოტიპის გაზრდისას ყურადღება მიაქციეთ მის გაწელვას, რადგან ჯეკი მოედება მთელ თავისუფალ ადგილს. ყვავილობის დრო: 8-9 კვირა მოსავლიანობა: საშუალო (ინდიკა ფენოტიპი), დაბალიდან საშუალომდე (სატივა ფენოტიპი). გაზრდის სირთულე: საშუალოდან რთულამდე. კლიმატი: ნეიტრალური, რბილი კლიმატი 19-25 °C Indoor/Outdoor: კარგად იზრდება დახურულ სივრცეში (Indoor), სადაც მისი გამოკვება და ტემპერატურა გაკონტროლებადია. მაგრამ თუ ჯეკის სატივა-ფენოტიპური ჯიში გაქვთ, და ცხოვრობთ თბილი შემოდგომის მქონე კლიმატურ ზონაში, გაზარდეთ Jack Herer გარეთ, და ნახეთ რეალურად როგორი მასიური შეიძლება იყოს კანაფის ძირი. კვება: სატივა მცენარეები დაუცველები არიან გადაჭარბებული გამოკვების მიმართ. ასე რომ, ეცადეთ სასუქის დაბალი დოზები მიაწოდოთ, რათა თავიდან აიცილოთ მისი გადამეტება და მცენარის დაწვა. თუ შეამჩნიეთ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, ჩარეცხეთ ნიადაგი. ეცადეთ მიაწოდოთ სასუქი, რომელიც გაუძლიერებს ტოტებს, რათა მათ შეძლონ დახუნძლული ყვავილედების წონის გაძლება.

სტატიის ავტორი:
Canapedia - კანაპედია
2019-02-26

მეტის ნახვა
სახეობების ბლოგი 
White Widow – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის White Widow? მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჯიშებიდან ერთ-ერთი არის White Widow (თეთრი ქვრივი), დაბალანსებული ჰიბრიდი, რომელიც პირველად ჰოლანდიაში შეჯვარდა Green House Seeds-ის მიერ. ბრაზილიური სატივასა და სამხრეთ-ინდური წებოვანი ინდიკას ნაჯვარი, რომელიც 1990 წლიდან, ჰოლანდიის თითქმის ყველა კოფიშოპში შეგხვდებათ. მისი თეთრი ფერის, კრისტალური, წებოვანი გარსით დაფარული ყვავილედები გაფრთხილებენ მოსალოდნელი საოცარი ეფექტების შესახებ. ძლიერი ეიფორიისა და ენერგიის ტალღა დაუყოვნებლივ ასტიმულირებს ტვინს და საუბრისა და კრეატივის ხასიათზე მოყავხარ. White Widow-ს გენეტიკამ საფუძველი ჩაუყარა ბევრი ცნობილი ჯიშის წარმოქმნას, როგორებიცაა, White Russian, White Rhino და Blue Widow. და მაინც, მებაღეების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ორიგინალ თეთრ ქვრივს, რომლის ყვავილობაც 60 დღემდე გრძელდება დახურულ სივრცეში (Indoor) გაზრდისას. White Widow-ის ეფექტები და მახასიათებლები ეფექტები სამედიცინო თვისებები გვერდითი მოვლენები White Widow-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ ინფორმაცია გაზრდის შესახებ ქიმიური შემადგენლობა გენეტიკური მშობლები სამხრეთ-ამერიკულ სატივა და სამხრეთ-ინდური ინდიკა White Widow-ის არომატი რჩევები White Widow-ის გაზრდასთან დაკავშირებით გაზრდის ტექნიკა პირველი შემჯვარებელი Green House Seeds რეკომენდაციას უწევს SCROG ტექნიკას White Widow-ს გაზრდის შემთხვევაში. წინასწარ მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი თუ აღჭურვილობა გროუბოქსისთვის და შეუდექით ამ საოცარი ჰიბრიდის გაზრდას. ყურადღება მიაქციეთ ბადის ქვევით არსებულ ტოტებს და რეგულარულად გასხალით ისინი, რათა ადრეულად მოიშოროთ ზედმეტი ვეგეტაციური წამონაზარდები, რომ მათ არ შეაფერხონ ზედა ტოტების ზრდა, მაგრამ შეწყვიტეთ სხვლა ყვავილობის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე. White Widow კარგად იზრდება ჰიდროპონიკულ სისტემაშიც. ყვავილობის დრო: 8-9 კვირა მოსავლიანობა: დაბალიდან საშუალომდე გაზრდის სირთულე: მარტივი კლიმატი: რბილი, თბილი კლიმატი 21 °C-დან 25,5 °C-მდე Indoor/Outdoor: White Widow ძალიან პრეტენზიულია ტემპერატურისა და გარემოს მიმართ, ასე რომ მისი გაზრდა რეკომენდირებულია დახურულ სივრცეში (Indoor), რათა წარმოქმნას თავისი ცნობილი თეთრი ფერის ყვავილედები. კვება: ვეგეტაციურ ფაზაში მიაწოდეთ აზოტი, რათა გამაგრდეს და ჯანმრთელად იყოს ძირი. ყვავილობის ფაზაზე გადასვლის შემდეგ, ჩარეცხეთ ნიადაგი და მოამზადეთ უფრო ძლიერი სასუქები, მიაწოდეთ ფოსფორი.

სტატიის ავტორი:
Canapedia - კანაპედია
2019-02-26

მეტის ნახვა
სახეობების ბლოგი 
Sour Diesel – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Sour Diesel? Sour Diesel (მჟავე დიზელი), ასევე ცნობილი როგორც Sour D, არის გამამხნევებელი სატივა-დომინანტი ჯიში, რომელსაც სახელი მისი მკვეთრი დიზელის მსგავსი სუნის გამო დაერქვა. ამ სწრაფად მოქმედ ჯიშს მოაქვს ენერგიული, მეოცნებე ცერებრალური ეფექტები რამაც მას ლეგენდარული სტატუსი მიანიჭა. სტრესი, ტკვილი და დეპრესია მომენტალურად ქრება და სთრეინის მოქმედება დიდხანს გრძელდება, ამიტომ Sour Diesel ერთ-ერთი ტოპ არჩევანია სამედიცინო პაციენტებისათვის. ამ ჯიშმა ფესვები 90-იანების დასაწყისში გაიდგა და როგორც ცნობილია Chemdawg 91-ისა და Super Skunk-ის შეჯვარების შედეგად წარმოიშვა. Sour Diesel-ის ეფექტები და მახასიათებლები ეფექტები სამედიცინო თვისებები გვერდითი მოვლენები Sour Diesel-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ ინფორმაცია გაზრდის შესახებ ქიმიური შემადგენლობა გენეტიკური მშობლები Chemdawg 91 (ჰიბრიდი) და Super Skunk (ინდიკა) Sour Diesel-ის არომატი რჩევები Sour Diesel-ის გაზრდასთან დაკავშირებით გაზრდის ტექნიკა სატივა-დომინანტი წარმოშობიდან გამომდინარე, მჟავე დიზელი მაღალი და გამხდარი იზრდება და რამოდენიმეჯერ იჭიმება ზრდის პერიოდში, რაც მის მოვლას შედარებით რთულს ხდის. ამ ჯიშის წარმატებით გასაზრდელად უნდა მიმართოთ გაკრეჭვის, LST და Scrog ტექნიკებს. ყვავილობის დრო: 10-11 კვირა მოსავლიანობა: საშუალო, თუ გააკონტროლებთ მცენარის გაჭიმვას და სწორად გამოკვებავთ მას, შესაძლოა მეტი მოსავლიანობის მიღება. გაზრდის სირთულე: საშუალოდან რთულამდე კლიმატი: რბილი და თბილი კლიმატი უკეთესია, 20 °C-დან 29 °C-მდე Indoor/Outdoor: Sour Diesel დახურულ სივრცეში გაზრდისას ძალიან სწრაფად ავსებს სივრცეს, ამიტომ მისი გაზრდა რეკომენდირებულია გარეთ ან დიდი მოცულობის სათბურებში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჯიში გვიან დასრულებადია, დარწმუნებული იყავით, რომ გარეთ გაზრდისას გვიანი ოქტომბრისათვის კლიმატი და ტემპერატურა შენარჩუნებული იქნება. კვება: Sour Diesel არის მშიერი მცენარი, რომელიც ენერგიულად და ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომ მისი გაზრდა მოითხოვს ძლიერ გამოკვებას მთელი ყვავილობის ციკლის პერიოდში, რათა სატივა-დომინანტი ჯიშის ყვავილედები მაქსიმალურად დახუნძლული და შევსებული იყოს. ამისათვის ყვავილობის დაწყებისთანავე გამოიყენეთ ფოსფორის შემცველი სასუქები.

სტატიის ავტორი:
Canapedia - კანაპედია
2019-02-26

მეტის ნახვა
სახეობების ბლოგი 
Girl Scout Cookies – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Girl Scout Cookies? GSC, იგივე Girl Scout Cookies, OG Kush-ისა და Durban Poison-ის ნაჯვარი ჰიბრიდია, რომლის რეპუტაციაც ისე გაიზარდა, რომ მხოლოდ მშობლიური კალიფორნიის საზღვრები აღარ ეყო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი. ტკბილი, მიწიერი სურნელით, GSC-ს აყავხართ ეიფორიის ბოლო სართულზე, სადაც მთელი ტანით ნაგრძნობი რელაქსაცია ერწყმის დროის-გამაჩერებელ ცერებრალურ ეფექტებს. THC-ს მაღალი შემცველობის გამო, GSC-ს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. არსებობს ჯიშის რამოდენიმე ფენოტიპი, Thin Mint-ისა და Platinum Cookies-ის ჩათვლით, რომლებიც სხვადასხვა ეფექტებით და შეხედულებით გამოირჩევიან. ძირითადად, Girl Scout Cookies-ის ყვავილედები მუქი მწვანეა, ხშირად იისფერი ფოთლებითა და ნარინჯისფერი ბუტოკებით დაფარული. ამ სთრეინის ყვავილობა 9-10 კვირა გრძელდება Girl Scout Cookies-ის ეფექტები და მახასიათებლები ეფექტები სამედიცინო თვისებები გვერდითი მოვლენები Girl Scout Cookies -ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ ინფორმაცია გაზრდის შესახებ ქიმიური შემადგენლობა გენეტიკური მშობლები Durban Poison (სატივა), OG Kush (ჰიბრიდი) Girl Scout Cookies-ის არომატი რჩევები Girl Scout Cookies-ის გაზრდასთან დაკავშირებით გაზრდის ტექნიკა GSC, მისი ინდიკა ხასიათის გამო, იდეალური მცენარეა “SCROG“-ის გასაკეთებლად. “თრეინინგის” ჩატარებით, მაქსიმალურ მოსავალს მიიღებთ, რადგან ის გამოიყენებს თავის სრულ პოტენციალს ზრდის პერიოდში. შეგიძლიათ ქვედა მოჭრილი ტოტები გამოიყენოთ კლონირებისთვის. ყვავილობის დრო: 9-10 კვირა მოსავლიანობა: საშუალო, მაქსიმალური შედეგისთვის ჩაუტარეთ “თრეინინგი” გაზრდის სირთულე: საშუალო კლიმატი: GSC, უძლებს დაბალ ტემპერატურასაც, მაგრამ უმჯობესია მშრალი, რბილი კლიმატი, 18-26 °C Indoor/Outdoor: ძირითადად იზრდება დახურულ სივრცეში (Indoor) კვება: OG Kush-ის გენების წყალობით, შეგიძლიად ადრეულ პერიოდშივე მიაწოდოთ უფრო მეტი რაოდენობით კალციუმი. მიაქციეთ ყურადღება ვეგეტაციის ფაზაში, არ გადაამეტოთ აზოტი.

სტატიის ავტორი:
Canapedia - კანაპედია
2019-02-26

მეტის ნახვა
ვიდეო ბლოგი 
AMSTERDAM SEEDS MUSIC

სტატიის ავტორი:
AMSTERDAM.GE
2019-03-02

მეტის ნახვა
სახეობების ბლოგი 
Lemon Haze – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Lemon Haze? Lemon Haze ხასიათდება ახალდაჭრილი ლიმონის ნაჭრების მსგავსი სასიამოვნო სურნელით. მისი ყვავილედები არის ღია მწვანე და მოყვითალო შეფერილობის, ქარვისფერი ბუსუსებით ტრიქომებზე, რაც საბოლოოდ მცენარეს ყვითელ ფერს ანიჭებს. ამ ჯიშის THC 15-20%-ებზე მერყეობს, CBD 0.38% აქვს. Lemon Haze-ის ეფექტები და მახასიათებლები ეფექტები სამედიცინო თვისებები გვერდითი მოვლენები Lemon Haze-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ ინფორმაცია გაზრდის შესახებ გენეტიკური მშობლები Lemon Skunk (ჰიბრიდი) და Silver Haze (სატივა) Lemon Haze-ის არომატი რჩევები Lemon Haze-ის გაზრდასთან დაკავშირებით გაზრდის ტექნიკა ყურადღება გაამახვილეთ გასაზრდელ სივრცეზე, რადგან Lemon Haze-ს ძალიან უყვარს სხვადასხვა სახით თრეინინგების გადატანა. იდეალური ვარიანტია ვეგეტაციის პერიოდში სთრეჩინგი (Stretching) ტოპინგის (Topping) გამოყენებით, რაც ყვავილობის დაწყებისას მაღალი ხარისხისა და რაოდენობის ყვავილედების გარანტია. გამოიყენეთ სქროგის (Scrog) ტექნიკა, რათა დაეხმაროთ მცენარის ტოტებს მძიმე ყვავილედების გაძლებაში. Lemon Haze უპრობლემოდ იზრდება ჰიდროპონიკულ სისტემაში, რაც მის დასრულებას ერთიორად ამარტივებს. ყვავილობის დრო: 9-10 კვირა მოსავლიანობა: საშუალოდან მაღალამდე გაზრდის სირთულე: საშუალო კლიმატი: თბილი კლიმატი 21 °C-დან 27 °C-მდე Indoor/Outdoor: Lemon Haze საუკეთესოდ იზრდება დახურულ სივრცეში, სადაც შენარჩუნებულია თბილი კლიმატი. გარეთ დარგვისას გაითვალისწინეთ მისი დიდხნიანი ყვავილობის ფაზა, რომლის დროსაც მცენარეს სითბო აუცილებლად ჭირდება. სხვა შემთხვევაში ის სრულ პოტენციალს ვერ გამოიყენებს. კვება: სატივა-დომინანტი ჯიშები სიფრთხილით უნდა გამოიკვებონ. ვეგეტაციის მეორე ფაზაში მიაწოდეთ სილიკას მსგავსი სასუქები, რომლებიც ტოტებს გაამაგრებენ, რადგან ყვავილედების წონა ტოტებზე მძიმე იქნება.

სტატიის ავტორი:
Canapedia - კანაპედია
2019-02-26

მეტის ნახვა